Monday, July 17, 2017

საკონფერენციო თემა
შიდა ქართლის 8 სკოლის კლუბებმა გამართეს კონფერენცია, სადაც მოხსენება გააკეთეს მეჯვრისხევის საჯარო სკოლის გარემოს დაცვის კლუბის მოსწავლეებმა.


Wednesday, July 12, 2017





მოსწავლეების მიერ შექმნილი ვიდეო რგოლი





მოსწავლეების შექმნილი საინფორმაციო ბროშურა





ფოტომასალა








სააპლიკაციო ფორმა

1.      სკოლის დასახელება: მეჯვრისხევის საჯარო სკოლა
2.      კლუბის დასახელება: გარემოს დაცვის კლუბი (პროექტზე მუშაობენ გარემოს დაცვის კლუბის ორი ჯგუფის წევრი მოსწავლეები: კლუბი „ჩვენ“ და კლუბი „მისიონერები“
3.      პროექტის დირექტორი/კოორდინატორი: ნინო სარაული/ თამარ სალუქაშვილი
4.      პროექტის დირექტორის ტელეფონი:  577093209 / 577093221                         
5.       ელ.ფოსტა: ninosarauli@gmail.com

პროექტის სახელწოდება: „დავეხმაროთ ცხოველებს და დავიცვათ საკუთარ თავი.“
განხორციელების ვადა: 2 თვე

1.      პრობლემის განსაზღვრა /არსებული სიტუაციის ანალიზი:
სოფელ მეჯვრისხევის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 1200 ოჯახს. სოფელში არ ხდება სოფლის ტერიტორიის დასუფთავება, ნაგვის გატანა, მცენარეების და ცხოველების მოვლა, რამაც სავალალო მდგომარეობა შექმნა სოფელში - ზაფხულობით არის ეპიდემიების საფრთხე. მოსახლეობისთვის საშიში ხდება დაავადებული ცხოველები.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენი კლუბის წევრებმა გადავწყვიტეთ სოფელში არსებული გარემოს გაჯანსაღება. ამ კუთხით უკვე განვახორციელეთ ორი პროექტი: 1)“ვუფრთხილდებით გარემოს“- კლუბის წევრებმა, თემის დახმარებით დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია. 2) „მწვანე სამყარო“- კლუბის მოსწავლეებმა გაამწვანეს სკოლის ეზო.

2.      პროექტის მიზანი:
სოფ. მეჯვრისხევში ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებისთვის ხელშეწყობა, თემის ცნობიერების ამაღლებით გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ ცნობიერების ამაღლება ცხოველების მოვლასთად დაკავშირებით.



3.      ამოცანები:
(რისი გადაწყვეტაა აუცილებელი პროექტის მიზნის მისაღწევად)
პროექტის განსახორციელებლად  აუცილებელია შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა:
1.      მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, რაც მოგვცემს საშუალებას გადავიდეთ უშუალოდ პროექტის ძირითადი ნაწილების განხორციელებაზე;
2.      საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება;
3.      ადვოკატირების კამპანიის ჩატარება;
4.      საბოლოო ღონისძიების გამართვა;



4.      პროექტის განხორციელების გზები/აქტივობები:
(რა ქმედებებია განსახორციელებელი დასახული ამოცანების გადასაწყვეტად)

#
აქტივობის დასახელება
შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი
1
მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობისას მოხდება საჭირო მასალების შეძენა, აქტივობების დაგეგმვა. მოსწავლეები მოამზადებენ:
1)      თეორიული მასალის გაცნობა ცხოველების მოვლასთან დაკავშირებით.
2)      შეხვედრა ვეტერინართან და ცხოველთა გავრცელებულ დაავადებებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება. საუბარი იმ საფრთხეებზე რომლებიც არსებობს დაავადებული ცხოველებისაგან. პრობლემის გადაჭრის გზების განხილვა. (ინტერვიუ)
პროექტის დირექტორი
2
საინფორმაციო კამპანიის ჩატარება. ამისთვის დაიბეჭდება ბუკლეტები, რომლებშიც იქნება ასახული პროექტის მიზანი, სოფელში არსებული პრობლემები და იქნება მოწოდება,  ცხოველთა დასაცავი აქტივობების განსახორციელებლად კლუბის წევრებთან ერთად. კლუბის წევრები მოამზადებენ საინფორმაციო ვიდეო რგოლს და პოსტერებს. გაიმართება სიანფორმაციო აქცია ცხოველების დასაცავად. (ვეტერინარისგან მიღებული ინფორმაციის გაზიარება).
დირექტორი, კლუბის წევრები

3
ჩატარდება ადვოკატირების მცირე კამპანია, რომლის დროსაც შედგება შეხვედრა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოს პასუხისმგებელ პირებთან. შეირჩევა კლუბის წევრებისგან შეხვედრაში მონაწილე კონტინგენტი, შეთანხმდება ეს თვითმმართეველობის ორგანოსთან. ვიზიტი ცხოველთა თავშესაფარში და ინტერვიუს მომზადება.
 შეხვედრისას განხილულ იქნება თემში არსებული უპატრონო ცხოველებისათვის თავშესაფრის მიცემა და შინაური ცხოველების აცრა.
დირექტორი, კლუბის წევრები

4
კლუბის წევრები გამართავენ პრეზენტაციას სკოლის მოსწავლეებისათვის და მშობლებისათვის. იქნება ფოტო გამოფენა.
დირექტორი
კლუბის წევრები
5
საბოლოო ღონისძიება უპატრონო ცხოველებისათვის თავშესაფრის მიცემა და შინაური ცხოველების აცრა.
დირექტორი
კლუბის წევრები

5.      მოსალოდნელი შედეგები:

პროექტის განხორციელების შედეგად:
1.      მოსახლეობა კიდევ ერთხელ მთელი სიმწვავით გაიგებს ეკოლოგიური პრობლემების არსს და მოსალოდნელ საფრთხეებს.
2.      შედგება თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და თემთან.

6.      მიღწეული შედეგების მდგრადობა და მონიტორინგი
ამაღლდება მოსწავლეების და მოსახლეობის ცნობიერება შინაური ცხოველების მოვლის საკითხებში, რაც მოგვცემს საშუალებას დავიცვათ ჩვენი თემი ეკოლოგიური პრობლემებისაგან და დაავადებებისაგან.
გარემოს დაცვის კლუბი, მას შემდეგ, რაც დაასრულებს თემისათვის ინფორმაციის მიწოდებას, გადასცემს მონიტორინგისთვის შემდეგ ციკლში ჩამოყალიბებულ ახალ კლუბს შემდეგში განსახორციელებელ აქტივობებს.
დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები მოწვეულ იქნებიან ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე უშუალო დაკვირვებისთვის პროექტის მიმდინარტეობაზე.

7.      პროექტის განხორციელების განრიგი:

#
აქტივობის დასახელება
კვირა



I
II
III
IV
V
VI
VII
VIII

1
მოსამზადებელი სამუშაოები









2
საინფორმაციო კამპანიის ჩატარება









3
ადვოკატირების კამპანიის ჩატარება









4
პრეზენტაციის გამართვა









5
საბოლოო ღონისძიება














8.      პროექტის ბიუჯეტი:

#
ხარჯის დასახელება
ერთეული
ერთეულის ფასი
ერთეულის რაოდენობა
ჯამი
ლარი
 1
საინფორმაციო ბუკლეტები 
ცალი 
1.5 
 20
30
 2
სატრანსპორტო ხარჯი 
ცალი 
50
1
50
 4
მაისური 
ცალი 
15 
10 
150 
 5
ვაქცინა
ცალი 
-
 -
-

წამახალისებელი საჩუქრები აქტიური მონაწილეებისათვის
ცალი
20
12
240
6
პრეზენტაციის ხარჯი
ცალი
180
1
180
სულ
 650

სულ მოთხოვნილი თანხა     ___ 650 GL__  


კონკურსი ტარდება პროექტის - «ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება» ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია USAID-ის მიერ და ხორციელდება UNICEF-ის მხარდაჭერით