Wednesday, October 7, 2015


ექსკურსიიდან დაბრუნებიშ შემდეგ, მოსწავლეებმა მოამზადეს თემა და გააკეთეს პრეზენტაცია კლუბის სხვა წევრებისთვის. პრეზენტაცია ეხებოდა ბატეთის ტბას და მის ბინადრებს.







მუშაობის პროცესი






ჩვენმა პროექტმა„დავეხმაროთ ცხოველებს და დავიცვათ საკუთარ თავი.“ მოიპოვა გრანტი და დიდი სიხარულით ვიწყებთ მის განხორციელებას.


      2015 წელს 20 სექტემბერს არასამტავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“, წაგვიყვანა სასწავლო შემეცნებით ლაშქრობაში ქარელში,  კერძოდ ძამას ხეობაში. ძამას ხეობა საინტერესო გეოგრაფიულ და ბუნებრივ პირობებში მდებარეობს. ძმას ხეობა ერთ-ერთი ყველაზე მწვანე და ლამაზი ხეობაა, ტყე შერეულია. ამ ხეობაში ძლიერი ქარი არ ქრის რადგან ჩაკეტილი ხეობაა. მიუხედავად იმისა რომ სიმაღლეზე ზღვის დონიდან ზოგიერთ ადგილას 2000 მეტრამდეც აღწევს. აქ მოვინახულეთ უმშვენიერესი ადგილები, ულამაზესი ბატეთის ტბა. ბატეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტყის მასივი ნაწილობრივ არის გაჩეხილი. ვინაიდან ამ ტბასთან მისასვლელი გზა არაა გამართული მოგვიწია ჯერ სამარშუტო ტაქსით, შემდეგ კი ეგრედწოდებული „სამხიდიანი ზილით“ მგზავრობა. რაც ჩვენთვის ძალიან სახალისო აღმოჩნდა. მისასვლელი გზის სირთულის გამო წვიმიან ამინდში გადაადგილება შეუძლებელია. ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ თბილისიდან ჩამოსული ეკოლოგები და ბიოლოგები, რომლრბიც დაგვეხმარნენ ამა თუ იმ სახეობების აღმოჩენაში და გაგვაცნეს ინფორმაცია მათ შესახებ.

     როგორც უკვე ავღნიშნეთ ბატეთის ტბა ულამაზესი ადგილია. შეიდზლება ითქვას რომ ცოცხალი ტბაა, რადგან მასში ბინადრობს უამრავი ცოცხალი ორგანიზმი: წითელ წიგნში შესული ტრიტონები, წყლის მორიელი, სხვადასხვა სახეობის ბაყაყი, სხვადასხვა უხერხემლო არსებები, რომლებსაც ახლოს გავეცანით და ვნახეთ თუ როგორ პირობებში უწევდათ არსებობა, აგრეთვე ვნახეთ ვიზუალურადაც.