Thursday, December 25, 2014

22 აპრილი 2015 წ. დედამიწის დღე მეჯვრისხევის საჯაროს სკოლის "გარემოს დაცის" კლუბში, კლუბი-"მისიონერები". მოსწავლეებმა ნახეს ვიდეობი: "The history of Earth day" და " Save our planet". ვიდეოები ნახეს ინგლისურ ენაზე, გამართეს დისკუსია და დაამზადეს პოსტერები. კლუბის ერთერთმა მოსწავლემ გააკეთა პრეზენტაცია






მესამე კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე მოამზადეს ვიდეო რგოლი დედამიწის დღესთან დაკავშირებით.





19 თებერვალს პროექტის ,,ახალგაზრდების ჩართულობა და განვითრება“ ფარგლებში ჩატარდა თემატური კომფერენცია გარემოს დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის და ქიმიის კლუბებისათვის, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ რვავე სამიზნე სკოლის მოცემული კლუბის მონაწილეები. გარემოს დაცვის კლუბის მონაწილეებმა პრეზენტაციებში წარმოადგინეს მათი კლუბის საჭიროება სკოლასა და თემში, რომლის აუცილებლობასაც ადასტურებდა მათ მიერ ჩატარებული კვლევები. სხვა მონაწილეებს ესაუბრნენ მათ მიერ განხორციელებულ პროექტების ეფექტურობაზე, აქციებზე, საველე გასვლების მნიშვნელობაზე და იმ ცვლილებებზე რაც მათი მუშაობის შედეგად შეიცვალა სკოლასა და თემში. კომფერენციაში ჩართულმა ქიმიის კლუბის მონაწილეებმა პრეზენტაციაში ისაუბრეს წყლის ქიმიურ შემადგენლობაზე, თუ როგორ ურთიერთქმედებს იგი სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებთან და წყლის დაბინძურების შედეგად გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე. ჯანსაღი ცხოვრები წესის კლუბის მონაწილეებმა საკუთარი ცოდნა გაუზიარეს ბავშვებს სწორი კვების, სხვადასხვა საკვების დადებით და უარყოფით თვისებებზე, ჯანმრთელოაზე და აქტიურ ცხოვრებაზე, ჰიგიენური ნორმების დაცვაზე. კომფერენციას ესწრებოდნენ ასევე კლუბის ხელმძღვანელები. მათ აღნიშნეს, რომ ასეთი სახის კომფერენციები კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ბავშვების სხვადასხვა უნარების განვითრებისათვისა და ცოდნის დონის ამაღლებისათვის. კომფერენციის ბოლოს მონაწილეები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით








კლუბმა "ჩვენ" დაასრულა მუშაობა და გადაწყვიტეს ახალი ჯგუფის წევრებთან "მისიონერებთან" ერთად განახორციელონ პროექტი "დავეხმაროთ ცხოველებს და დავიცვათ საკუთარი თავი". კლუბის წევრები გაეცნობიან თეორიულ მასალას ცხოველების მოვლასთან დაკავშირებით. შემდეგ იქნება შეხვედრა ვეტერინართან, ჩაწერენ ინტერვიუს დაავადებებთან და ცხოველთა მოვლასთან დაკავშირებით. მოამზადებენ საინფორმაციო ბროშურას და პოსტერებს. ასევე მომზადდება ერთწუთიანი სარეკლამო ვიდეო რგოლი. გისურვებთ წარმატებას! 
მეჯვრისხევის საჯარო სკოლის გარემოს დაცვის რიგით მეოთხე კლუბმა დაიწყო აქტიური მუშაობა. კლუბს უკვე აქვს სახელი და ლოგო.